23 Jul 2010, 5:41am
ბლოგი:
by TreZoRA

1 comment

I AM FREE

I Am FREEEE

როგორც იქნა მტანჯველი წლის ბოლოს, დამწვარ დახრუკულმა დავამთავრე ინსტიტუტი. აი ძაან ბედნიერი ვარ, ბედნიერი ვარ იმითაც რომ ასეთ სიცხეებშI აღარ მომიწევს ლექციებზე ჯდომა და სასიამოვნო სურნელების სუნთქვა :D .

ეხლა კი უნდა ჩავიჯდე და პრავის საკითხები ვისწავლო, ხო მართლა ვისაც არ გაქვთ არებული მოასწარით თორემ სექტემბრიდან უნარები და მგონი გეოგრაფია ემატებაო, და ასე რომ დროზე :)

გჯერავსს ?!

არ შემეძლო რომ ეს ვიდეო აქ არ დამედო. უბრალოდ მეტს არაფერს დავწერ, რადგან ჩემ მოსაზრებას ვიდეოს ყურების შემდეგაც მიხვდებით, რადგან თქვენი მოსაზრების ანალოგიური იქნება .:D

დრიფტ კინგი

მაშ ასე, გუშინ თბილისი მერიის მხარდაჭერით , თბილისსში ვარდები რევოლუციის მოედანზე ჩატარდა საავტომობილო რბოლა, რომელსაც უნდა გამოევლინა საქართველო დრიფტის მეფე.

ღონისძიება მონაწილეთა ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდიდა, სულ 25 მეფობის მსურველი გამოდიოდა სხვადასხვა მანქანებით. პირადა ცემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მანქანების მრავალფეროვნება, რამაც ნალდვილად არ დამწყვიტა გული და M5 ,M6 დრიფტი ვიხილე, რაც ჩვენს ქვეყენაში იშვიათი სიამოვნებაა.

აღსანისნავია ისიც, რომ ერთი მონაწილე ავსტრალიიდან იყო ჩამოსული თავის იაპონური Nissan – Skyline (ჩემი საყვარელი მანქანა :D ) მაგრამ დიდი ვერაფერი, ყოველი ტრიუკის და დრიფტის გაკეთების დროს უბზრიალდებოდა მანქანა. სამწუხაროდ მან მესამე ეტაპის შემდეგ ასპარეზობა ვეღარ სეძლო და უფრო გამოცდილ მძღოლებს დაუთმო ასპარეზი.

Nissan Skyline :*

ასევე მინდა ორიოდე სიტყვით დავწერო იმ შემთხვევის შესახებ, როდესაც მანქანა ხალხში შევარდა, საბედნიეროდ მძიმედ არავინ დაშავებულა და ღმერთმა დაიფარა მრბოლელიც და ხალხიც. ეს კი ვიდეო

more »

ქართული სოციალური მედიის დღე

გუშინ 30 ივნისს მთაწმინიდის პარკის ამფითეატრში  Mashable Meetups ეგიდით  ჩატარდა ქართული სოციალური მედიის დღე, რომელსაც მთელი მსოფლიო აღნიშნავს. აუცილებელია იმ ფაქტის აღნიშვნაც რომ მათ მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში საქართველო 16 ადგილზე გავიდა მსოფლიოში დამსწრები ხალხის რაოდენობის მიხედვით.

Social Media Day

როგორც ყოველთვის ქართულამ პუნქტუალურობის შესანიშნავმა თვისებამ თავი იჩინა და ნაცვლად 6 საათისა, ღონისძიება 7 საათისთვის გაიხსნა. საკმაოდ ბევრი ხალხი მოვიდა და იმასაც ვიტყვი, რომ ჩემს გვერდზე დაცვა იჯდა და ესეთი რამე თქვა, რომ არცერთ იქ გამართულ კონცერტზე ამდენი ხალხი არ მისულა :D .

ეხლა რაც შეეხება პრეზენტაციებს. მატი დიდი ნაწილი უმეტესი იქ მყოფთათვისკარგად ნაცნობი იყო, მაგრამზოგოერთი გამომსვლელის პრეზენტაციამ საკმაოდ დამაინტერესა და გამატვიცნობიერა იმ საკითხებში. ესენი არიან გიორგი გიორგაშვილი – “კორპორატიული ბლოგინგი” რომელმაც ჩემგან საკმაოდ მოწონება დაიმსახურა, მარი ტალახაძე“რატომ ტვიტერი?” რომლის პრეზენტაციიდანაც უკეტესად გავიგე ტვიტერის და მისი გამოყენების შესახებ და დავით ჯიშკარიანი – “სოციალური მედია”.

ყველა დანარჩენი პრეზენტაციის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე – SMDAY.

შეხვედრაზე მოსვლისას პირადად თითქმის არავის ვიცნობდი, მარტო ლანდიშას ხოლო წასვლისას კი უკვე რამოდენიმეს :D . ამის გამოც კმაყოფილი ვიყავი გუშინდელი შეხვედრისგან.

სამწუხაროდ ამ ივენთის აუდიო – ფოტომასალა მე არ მაქ, იმის მიუხედავად რო თითქმის ყველა სურათებს იღებდა, მე მხოლოდ მცირე მიმოხილვით შემოვიფარგლე. ფოტომასალიანი პოსტების ნახვა შეგიძლიათ სხვა ბლოგებზე :)

P.S. ძალიააან ცხელა :(

ღიმილი

დღეს ვიყავი ქართულ სოციალური მედიის დღეებზე, რომლის შესახებაც ოდნავ მოგვიანებით დავწერ, ხოლო დღევანდელი დადებით განწყობა და მუხტი კი მინდა ამ ვიდეოთი გამოვხატო.

აი რატომ ღირს ცხოვრება :)

ტესტი ნამდვილ ბლოგერობაზე

Dgiuri.Com ზე ვნახე აპლიკაცია რომელიც აჩვენებს თუ რამდენად ხარ ნამდვილი ბლოგერი. ძირითადად ამ აპლიკაციის გაკეთებისკენ მიბიძგა მინაწერმა მოდი ყველამ გავიაროთ ტესტი და 50%-ზე ნაკლები ვისაც ექნება, მან იცის რაც უნდა ქნას ;)

ასე რომ გავიარე ტესტი მეც და ესეც ჩემი შედეგი

71%How Addicted to Blogging Are You?

Created by OnePlusYou – Free Dating Site

ტელეპორტაცია

ტელეპორტაცია სხეულის სივრცის ერთი წერტილიდან მეორეში ფიზიკური გადაადგილების გარეშე გადაცემას ეწოდება. ტელეპორტაცია ფიქტიური ფიზიკური მოვლენაა და იგი ფართოდ გამოიყენება სამეცნიერო ფანტასტიკაში. ტელეპორტაცია მიიღწევა ტექნოლოგიური საშუალებებისა და ხერხების გამოყენებით. თეორიულად ტელეპორტაციის რამდენიმე ხერხია აღმოჩენილი, პრაქტიკულად კი მხოლოდ ერთი — კვანტური ტელეპორტაციაა დადასტურებული.

2001 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საჰაერო ძალების ხელმძღვანელობამ დოქტორ ერიკ დეივისს (Dr. Eric W. Davis) დაავალა ტელეპორტაციის მეცნიერული შესწავლა. დოქტორმა დეივისმა თავისი გამოკვლევების შედეგები წარმოადგინა 2004 წლის 1-ელ აგვისტოს. ამ მოხსენებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია სამეცნიერო წრეებში, რამეთუ თავის მოხსენებაში იგი რეკომენდაციას იძლეოდა გაღრმავებულიყო ფსიქიკური ტელეპორტაციის შესწავლა.

დოქტორმა დეივისმა თავისი გამოკვლევების დროს ტელეპორტაციის კონცეფცია ხუთ დასად დაჰყო:

sf-ტელეპორტაცია (sf როგორც science-fiction (ინგ.) — სამეცნიერო ფანტასტიკა) არის „ადამიანების ან ინერტული სხეულების „უსაგნო“ გადაადგილება სივრცეში განვითარებული ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით“. მოხსენებაში ფაქტობრივ მეტი არაფერია ნათქვამი sf-ტელეპორტაციის შესახებ და იგი გამოკვლევის მიღმაა დარჩენილი.
VM-ტელეპორტაცია (VM როგორც metric of the vacuum (ინგ.) — ვაკუუმის მეტრიკა) არის „ადამიანების ან ინერტული სხეულების „უსაგნო“ გადაადგილება სივრცეში ვაკუუმის თვისებებისა თუ სივრცე-დროის მეტრიკის (გეომეტრიის) შეცვლის გზით“. ამ ტიპის ტელეპორტაციაში გამოყენებული ხერხები ისეთ თეორიულ ცნებებს ემყარებიან როგორიცაა ნულოვანი წერტილის ენერგიის გამოყენება, სივრცე-დროის სიმრუდის ადგილობრივი დეფორმაცია ჭიახვრელის შესაქმნელად და ვაკუუმის გამტარობისა და სინათლის სიჩქარის შეცვლა. მოხსენება მხარს უჭერს ამ მიმართულებით თეორიული და ექსპერიმენტალური კვლევების წარმართვასა და გაძლიერებას.
Q-ტელეპორტაცია (Q როგორც quantum (ინგ.) — კვანტი) არის „ერთი კვანტური სისტემის მდგომარეობისა და მისი კორელაციების უსაგნო გადაადგილება სივრცეში მეორე სისტემისაკენ. სადაც სისტემა შეიძლება აღნიშნავდეს ნივთიერებისა თუ ენერგიის განმხოლოებულ ან დაჯგუფებულ ნებისმიერ ნაწილაკს, მაგ.: ბარიონებს (პროტონი, ნეიტრონი და სხვ.), ლეპტონებს (ელექტრონი, პოზიტრონი და სხვ.), ფოტონებს, ატომებს, იონებს და ა.შ. მოხსენების ეს ნაწილი აღწერს პროცედურას, რომელიც მოგვაგონებს სერიალ Star Trek-ში გამოყენებულ ტელეპორტაციის ხერხს : გადასაგზავნი ნივთისა თუ არსების შემადგენელი ყველა ნაწილაკის ზედმიწევნით ანალიზი, ნივთის (არსების) დემატერიალიზაცია, ნივთიერებისა და მასთან დაკავშირებული კვანტური ინფორმაციის გადაცემა და ნივთის (არსების) აღდგენა დანიშნულების წერტილში. ეს მეთოდი იყენებს კვანტურ ტელეპორტაციას კვანტური ინფორმაციის გადასაცემად კვანტური ჩახლართულობის გზით. მოხსენებსი დასკვნაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად მნიღვნელოვანი წარმატებებისა კვანტური ტელეპორტაციის სფეროში, მეცნიერება ჯერჯერობით უძლურია განახორციელოს თუნდაც რთული ნივთების, გინდაც მარტივი უჯრედების, ტელეპორტაცია. მოხსენება აყენებს წინადადებას, რომ გაღრმავდეს ამ სფეროში ამჟამად წარმოებული სხვადასხვა გამოკვლევა.
E-ტელეპორტაცია (E როგორც exotic (ინგ.) — ეგზოტიკური) არის „ადამიანების ან ინერტული სხეულების „უსაგნო“ გადაადგილება სივრცის სხვა განზომილებათა თუ პარალელურ სამყაროთა გამოყენების გზით“. მოხსენების ამ ნაწილში დოქტორი დეივისი მოკლედ მიმოიხილავს განსხვავებულ თეორიებს (მარვალობითი სამყარო, სიმთა თეორია და ბრანული კოსმოლოგია…), რომლებიც ვარაუდობენ ჩვენთვის ცნობილი 4 განზომილების გარდა სხვა განზომილებების ან ჩვენის სამყაროს პარალელური სამყაროების არსებობას. E-ტელეპორტაციის იდეის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ეს განზომილებები და სამყაროები გამოყენებულ იქნეს როგორც ერთგვარი მოკლეზე მიმავალი გზა, რომელიც მოგვცემდა ჩვენი ფიზიკური სამყაროს ორ უკიდურესად დაშორებულ წერტილს შორის სწრაფი მოგზაურობის საშუალებას. მოხსენება ასკვნის რომ ეს თეორიები მიუხედავად მათი მომხიბვლელობისა იმდენად ნედლი და უმწიფარია სადღეისოდ, რომ ძალიან ადრეა მათ პრაქტიკულ გამოყენებაზე ფიქრი.
p-ტელეპორტაცია (p როგორც parapsychologic (ინგ.) — პარაფსიქოლოგიური) არის „ადამიანების ან უსულო საგნების გადაადგილება პარანორმალურ საშუალებათა გამოყენებით“. დეივისის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ მოიუხედავად გასულ საუკუნეში ამ მოვლენის ირგვლივ დადასტურებული მრავალი თაღლითობისა, სამხედრო და სამოქალაქო მკვლევართა მიერ ბოლოს ხანებში მოპოვებულ იქნა დამაფიქრებელი შედეგები და რომ ამ სფეროში საჭიროა კვლევების გაგრძელება.

საფრანგეთის (აფრიკის) ნაკრები :D

დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღება გადართულია სპორტის ერთი სახეობისა და ერთი ქვეყნისკენ – მსოფლიო ჩემპიონატისკენ. თბილისსში სადაც არ უნდა გაიარო ქუჩაში, ბაღში, კაფეში და სხვადასხვა თავშეყრის ადგილებზე ყველგან ამ თემას აქტიურად განიხილავენ. არის ძალიან დიდი დავები ამა თუ იმ ნაკრების კარგ თუ ცუდ თამაშებზე. მათ შორის მეც თავიდან ბოლომდე ჩაფლული ვარ ამ ჩემპიონატში და დღეს მინდა შევეხო ერთ თემას, რომელზეც უკვე დიდი ხანია ყველას ვედავები და დღეს მინდა უფრო ფართო მასებისის წინაშე გამოვთქვა ჩემი აზრი.

დღევანდელი ჩემი პოსტის თემა შეეხება საფრანგეთის “ეროვნულ” ნაკრებს.

მაშ ასე დავიწყოთ :)

ამ პოსტში არ შევეხები წლევანდელ  ასე უსუსურად ჩატარებულ თამასებს, ჯგუფში ჩარჩენას და საქვეყნოდ შერცხვენას. რაც მაგათ დაემართათ ეგეც ეყოფათ, ჩემი დაწერით არც არაფერი მომემატებათ და არც დააკლდებათ.

აქ სულ სხვა რამეზე გავამახვილებ ჩემ ყურადღებას

უკვე დიდი ხანია რაც საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში უმეტესობა ფერადკანიანა – ზანგია.

France World Cup 2010

აბა სურათზე შეხედეთ და თქვით ეს საფრანგეთის ნაკრებია, ქვეყნის რომელიც ევროპის შუაგულშია თუ აფრიკის ნაკრები? 7 ზანგი 4 ფრანგის წინააღმდეგ :D . სასაცილოა არა?  ფრანგების ნაკრების თაობაზე ბავსვობიდანვე ცუდი განწყობილება მქონდა, რასისტი არავის გეგონოთ მაგრამ პირადად ჩემტვის ეს ფაქტი მიუღებელია.

თქვენ რას ფიქრობთ ჩემი ასეთი მიდგომის შესახებ? ბევრი ამის გამო რასისტს მეძახის

სიგამხდრე

ბოლო პერიოდში ქართულ ტენდენციებში გაჩნდა ეგეთი აზრი და მიმართულება , რომ ახალგაზრდა გოგო აუცილებლად უნდა იყოს გამხდარი. ამის გამო ყველა მდედრობითი ასაკის წარმომადგენელი განურჩევლად ასაკისა ცდილობს დაიცვას მძიმე დიეტები, რათა დაიკლოს რამოდენიმე კილოგრამი და ჩაეტიოს სხვის მიერ დადგენილ ზომებში. დიეტის დროს დარმუნებული ვარ არავინ არ ფიქრობს დიეტის უარყოფით მხარეზე, მარტო ის აქვთ საფიქრალი რაც შეიძლება მალე დაიკლონ და ვიზუალურად ჩაჯდნენ თავიანთ გემოვნებაში. ჯანმრთელობის გაუარესების მხრივ ამას არავინ აქცევს ყურადღებას.

საქმე მთლად ესეც არ არის. ყველაგან ერთ პრობლემას ვაწყდებით, უხდება თუ არა ადამიანს აუცილებლად უნდა დაიკლონ და იყვნენ გამხდრები. ეს ჩემი აზრით საკუთარი აზრის და პოზიციის დასამარებაა, და საქმე გვაქს ქართვლების ნაცნობ სენთან – წამხედურობასთან.

ამით იმის იყავით ბუნებრივები, იკვებეთ ჯანსაღად და ივარჯიშეთ.თორე აი რა შეიძლება გამოიწვიოს უსაზღვრო სიგამხდრემ, რომელიც სილამაზის ნაცვლად სიმახინჯეში გადადის.

more »

ოცნების ქალაქი :*

ალბათ უკვე გეცოდინებათ ყველას, რომ ამათვის 14 რიცხვში მოხდება ამ ფილმის პრემიერა ჩვენს კინოთეატრებში. ბოლო წლებში აშკარგად იგრძნობა ქართული კინემატოგრაფიის გამოცოცხლება, რაც უკვე ისახება ფილმების ხარისხზე.

ახლა კი დავით იაშვილის ფილმის დროა, რომელსაც დიდი ინტერნეტ მხარდაჭერა აქვს.

ფილმის ოფიციალური საიტი – ყველანაირია ინფორმაცია, ფოტოები, ტრეილერები თუ სხვა

ფილმის გვერდი MyVideo.Ge და YouTube.Com – ტრეილერების დიდი რაოდენობა

ფილმის გვერდი Facebook - ყოველდღიური განახლება, სურათები და ვიდეოები

ფილმი იქნება მხიარული და კარგი სანახავი. გადაღებები ახალ წელს მიდოდა, შესაბამისად არ შეიძლება ცუდი იყოს , მითუმეტეს იმ შესანიშნავი მანდილოსნების მონაწილეობით, რომლებიც არც თუ ისე ცოტანი არიან :) . ხოლო მუსიკალური მხარეს აფორმებს ჯგუფი მგზავრები.

რატომღაც მგონია რომ მომეწონება საოცნებო ქალაქზე გადაღებული კინო, ასე რომ ველოდებით 14 აპრილს და ყველანი მივდივართ კინოში.

 
  • Recent Posts

  • Recent Comments

  • რეიტინგული

  • Twitter


  • ბლოგი ნახეს :)